ანოტაცია: ამერიკელი მწერლის, ბნელი რომანტიზმის წარმომადგენლის, ნათანიელ ჰოთორნის გოთიკური რომანი „შვიდფრონტონიანი სახლი“ 1851 წელს გამოქვეყნდა. რომანი მოგვითხრობს ახალი ინგლისის ოჯახსა და მათ საგვარეულო სახლზე, რომლის მომნუსხველი ატმოსფერო მკითხველს განაწყობს ძველებური ლეგენდებისა და ოჯახური წყევლის მოსასმენად.მიწა, რომელზეც შვიდფრონტონიანი სახლია აგებული, უძველეს დროში მეთიუ მოულს ეკუთვნოდა. როდესაც მიწის ფასმა აიწია, პოლკოვნიკმა პინჩონმა თვალი დაადგა მას; მეთიუ მოულს ჯადოქრობა დააბრალა,ციხეში გაისტუმრა.