ანოტაცია: რომანი „შევხდებით აგვისტოში“ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ესპანურენოვანი მწერლის მოულოდნელი საჩუქარია მკითხველთათვის. „ზოგჯერ წიგნებსაც სჭირდებათ დასვენება“, – ფიქრი გაანდო გაბრიელ გარსია მარკესმა თავის თანაშემწეს, მონიკა ალონსოს. ეს ამბავი 2004 წელს მოხდა, მას შემდეგ, რაც მწერალმა ჯერ კიდევ სამუშაო ვერსია „შევხვდებით აგვისტოში“ გამომცემელ კარმენ ბალცელს გადაუგზავნა ბარსელონაში. ოცი წელიწადი გაივლის და იმავე ქალაქში მწერლის დაბადების დღეს, 6 მარტს გაიმართება წიგნის პრეზენტაცია.