ანოტაცია: „არტემიო კრუსის სიკვდილი“ მექსიკელი მწერლის კარლოს ფუენტესის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი მგონია. რომანის გამოცემიდან მალევე THE NEW YORK TIMES-მა მას „გაბრაზებული ახალგაზრდა მწერალი“ უწოდა და ვფიქრობ, რომ ეს უზუსტესი შეფასებაა. ავტორი გასაოცარი, ზოგჯერ გულის გამაწვრილებელი რეალისტურობით აღწერს ადამიანურ ტრაგედიას, მისი იდეალებისგან სრულად დაცლის პროცესსა და ამ იდეალების სიმდიდრესა თუ ძალაუფლებაში გადახურდავების ამბავს.'' - დათო გორგილაძე.