ანოტაცია: „შორს წასვლა არ დაგჭირდებათ, ამ რომანის დასაწყისშივე მოგიყვებათ მთავარი გმირი საკუთარ სოფელზე და იტყვის, რომ იქაური სახლების სიქათქათის გახსენება ახლაც თვალს სჭრის.„პასკუალე დუარტეს ოჯახი“ პირველად ბევრი წლის წინ წავიკითხე და კარგა ხანს აღარ მივბრუნებულვარ მასთან. განა არ მინდოდა, პირიქით. უბრალოდ, ვერიდებოდი. ერთი კია, ხშირად მახსენებდა თავს და ყოველ მოგონებაზე თითქოს სისხლის სუნს ვგრძნობდი – რკინით გაჟღენთილი სისხლის სუნს.'' - დათო გორგილაძე.