ანოტაცია: „სეპტოლოგია“ იუნ ფოსეს განსაკუთრებულ ნაწარმოებად მიიჩნევა. ის სამი წიგნისგან შედგება და შვიდ ტომს მოიცავს. პირველი წიგნი „სხვა სახელი“ 2019 წელს გამოიცა. რომანის მთავარი გმირია მხატვარი ასლე, რომელიც დასავლეთ ნორვეგიის ერთ პატარა დაბაში განმარტოებით ცხოვრობს. ასლეს სეხნია ასევე მხატვარი მეგობარიც მარტო ცხოვრობს ბერგენის მახლობლად. პირველი ასლეს პარალელურად მეორე ასლეს ყოფასაც ვეცნობით, თანდათან კი ორი მეგობრის ბედი უცნაურად ერწყმის ერთმანეთს.