ანოტაცია: „ღიმილი“ მოზარდების ცხოვრებისეულ გამოწვევებზე გვიყვება. წიგნის მთავარ პერსონაჟ კას უილსონს დალხენილი ცხოვრება არ აქვს. ჯერ 16 წლის არ არის და უკვე უამრავი პასუხისმგებლობა აწევს ტვირთად. მამა ხუთი წლის წინ გარდაეცვალა და დედის დასახმარებლად გაკვეთილების შემდეგ ხან სავაჭრო ცენტრში მუშაობს, ხანაც სახლში მარტოდ დარჩენილ ძმას უვლის. პირადი პრობლემებიც არ აკლია – თანაკლასელები აწუხებენ, თანაც ვერ აურჩევია, სკოლის დამთავრების შემდეგ რა პროფესიას მოჰკიდოს ხელი.