ანოტაცია: მოქმედება ნიუ-იორკში, 1960 წლის ზამთარში ხდება. ისტორიკოსი რუბენ ბლუმი, კორბინის კოლეჯის ერთადერთი ებრაელი აკადემიკოსი, რომელიც წლებია, ამერიკაში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად, იძულებით, სრულიად წარმოუდგენელი და თითქმის კატასტროფული გარემოებების დამთხვევით, სხვა ებრაელის - ასევე ისტორიკოსის, ბენ-სიონ ნეთანიაჰუს ოჯახის მასპინძლად იქცევა. პოლიტიკა, ისტორია, ეროვნული იდენტობა, მკაცრი აკადემიური გარემოს სატირულობა - ეს ყველაფერი გასდევს ფონად რეალურ ამბავზე დამყარებულ რომანს.