ანოტაცია: კასანდრა თავისებურად ხედავს სამყაროს, ფერებში. იქ უამრავი ფერია: კარგი ადამიანისა _ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცუდის _ რუხი, ქვიშისფერი, შავი... მის სამყაროში საოცარი წესრიგია, განსხვავებით ჩვეულებრივისგან, სადაც ქაოსი, ხმაური, არეულობა და ხშირად სიყალბეა. მისი სიყვარულიც ფერადოვანია მათთვის, ვინც უყვარს, ვისაც ემეგობრება. ტყუილად როდი დაარქვეს კასანდრა _ მეფე პრიამოსის ქალიშვილივით, რომელიც მისგან უარყოფილმა აპოლონმა წინასწარმეტყველების ნიჭით დასაჯა, და რომლისაც არავის სჯეროდა, ...