ანოტაცია: წიგნში შესულია ავტორის „მცირე პროზის’’ სამი შედევრი: „მხეცი ჯუნგლებში“, „დეიზი მილერი“ და „წერილების დასტა“. მოთხრობაში „მხეცი ჯუნგლებში“ ტრადიციული მოჩვენების თუ ეგზოტიკური მხეცის ადგილზე აღმოჩნდება ჯონ მარჩერის ცნობიერების ფანტომი. ჯონ მარჩერს ეჩვენება, რომ ელოდება მხეცი, სიმბოლური ურჩხული, რომელიც ჯუნგლებიდან გამანადგურებელი ნახტომისთვის ემზადება... „დეიზი მილერის“ სიუჟეტი ეფუძნება ევროპული და ამერიკული ცნობიერების შეჯახებას. ...