ანოტაცია: „ცის საფარქვეშ“ ამერიკული ბიტ-თაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერლის, პოლ ბოულზის პირველი რომანია. ეს არის ტექსტი გაუცხოებაზე, როდესაც ახალი ეგზისტენციალური რეალობა ისე ამძიმებს და ანადგურებს ადამიანს, რომ ის უუცხოვდება არა მხოლოდ გარემოს, არამედ თავის შინაგან სამყაროს, საყვარელ
ადამიანებსა და სხეულსაც კი. სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩრდილოეთ აფრიკასა და საჰარაში ვითარდება. სამი ახალგაზრდა ამერიკელის მოგზაურობაა...