ანოტაცია: ფრანგი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, პიერ შოდერლო დე ლაკლოს ეპისტოლარული ჟანრის რომანი „სახიფათო კავშირები“ ერთ-ერთ პირველხარისხოვან ფსიქოლოგიურ რომანად ითვლება. იმდროინდელი არისტოკრატიის ცხოვრების წესზე დაწერილმა ამ ღრმა და მახვილმა სატირამ მსოფლიო აღიარება და სკანდალური სახელი მოიპოვა. მისი ადაპტირებული სცენარის მიხედვით არაერთი ფილმია გადაღებული, რაც ხაზს უსვამს რომანის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.