ანოტაცია: 2015 წელს, გამორჩეული დებიუტისათვის, ნიგერიელი ავტორი ჩიგოზი ობიომა გლობალური მასშტაბის მოაზროვნედ დაასახელეს. მან სახელი გაითქვა რომანებით „მეთევზეები“ და „უღონოთა ორკესტრი“ _ ორივე ნაწარმოებისთვის ავტორი ბუკერის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა. რომანი „უღონოთა ორკესტრი“ 2019 წელს გამოიცა. იგბოს კოსმოლოგიით საინტე- რესოდ შეზავებული სიუჟეტი მკითხველს აუცილებლად მოაგონებს „ოდისეას“.