ანოტაცია: გაზაფხულის თოვლი“ (1966) იუკიო მიშიმას საყოველთაოდ ცნობილი ტეტრალოგიის პირველი წიგნია. საკუთრივ იაპონური კულტურის, სამურაების, სიზმრების, ხილვების, სულის რეინკარნაციისა და სილამაზის მისტიფიკაციის ფონზე ვითარდება სასიყვარულო დრამა, იხატება ახალგაზრდების პორტრეტები, რომელთა უმრავლესობა სწორედ ახალგაზრდული რყევების, ეჭვებისა და მგრძნობელობის გამო დრამატიზმითაა დაღდასმული. დანარჩენი სამყაროსგან თითქოს უცხო,გამორჩეული,მძაფრად ინდივიდუალისტური კულტურის ფონზე ცხადი ხდება მარადიული ღირებულებების ერთობა