ანოტაცია: როცა ახალგაზრდა, დამწყები მწერალი ხარ და რომანების ნაცვლად ნეკროლოგებს აცხობ, რომლებშიც საკმაოდ სარფიანად გიხდიან, უნდა მიხვდე, რომ ეს შემთხვევით არ ხდება. შეუძლებელია, სიკვდილის შეტყობინების ტექსტებს წინასწარ, მათ სიცოცხლეშივე უთხზავდე ცნობილ და გავლენიან ადამიანებს, მერე ეს წინასწარმეტყველება სიტყვასიტყვით ხდებოდეს და ისე არხეინად განაგრძობდე ცხოვრებას, თითქოს ამაში შავი ძალის, ჩრდილოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ყოვლისშემძლე არსებების ხელი არ ერიოს, თითქოს უწყინარი საქმით იყო გართული, არავის