ანოტაცია: „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (1973) დღემდე ყველა თაობის ირანელის საყვარელი საკითხავია. რომანის ფრთიან გამოთქმებად ქცეულ ფრაზებს ყველა ირანელი ცნობს. წიგნის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ირანში შესვლის პერიოდში ხდება. თუმცა ძირითადი მოვლენები სხვა ფრონტზე ვითარდება – ერთ დიდ ოჯახში, რომელსაც განდიდების სენით შეპყრობილი „პატრიარქი“ მართავს. რა თქმა უნდა, ეს ისტორიაც სიყვარულით იწყება...ირაჯ ფეზეშქზადი (1927-2022) თეირანში დაიბადა. იურიდიული განათლება ირანსა და საფრანგეთში მიიღო.