ანოტაცია: „ქარიშხლების სეზონის“ სიუჟეტი ცრურწმენებითა და ძალმომრეობით სავსე გარემოში ვითარდება.
რომანი სავსეა ძალადობით, რომელიც ყოფით სიღრმეებს სწვდება და ირგვლივ ყველაფერს წამლავს. ეს არის სამყარო, რომელსაც რაც უფრო შეისწავლი, მით შემზარავი და საშიში ხდება.
სასტიკი პოეტურობა და ბასრი პირდაპირობა ამ წიგნს მექსიკისა და მისი დემონების შემაძრწუნებელ პორტრეტად აქცევს. „ქარიშხლების სეზონი“ 2020 წლის საერთაშორისო ბუკერის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა, 2019 წელს კი გერმანული საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოს მფლო