ანოტაცია: ნაცუმე სოსეკი (1867-1916) თანამედროვე იაპონური ლიტერატურის სათავეებთან დგას. მეიჯის ხანა (1868-1912), რომელშიც მწერალი მოღვაწეობდა, ვესტერნიზაციის ეპოქა იყო – სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გარდატეხის პერიოდი, რომელსაც, იაპონელი
ხალხისთვის უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია.წიგნში თავმოყრილია ნაცუმე სოსეკის რჩეული მოთხრობები, რომლებშიც იგი
ერთგულების, სიყვარულის, სასოწარკვეთის, სიმამაცის, ვერაგობისა და სისასტიკის
შესახებ წერს.