ანოტაცია: მაშინ, როდესაც სემუელ კლემენსი, მარკ ტვენის ფსევდონიმით, ერთმანეთზე უფრო საინტერესო რომანებს წერდა და საფუძველს უყრიდა ამერიკული ლიტერატურის დიდ ტრადიციას, კონექტიკუტის შტატი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიულად განვითარებული რეგიონი გახლდათ, ჰარტფორდი კი შტატის მთავარი ქალაქი იყო. სწორედ ამ შტატის და ქალაქის მიერაა შთაგონებული სათავგადასავალო რომანის „კონექტიკუტელი იანკი მეფე ართურის კარზე“ ფაბულა – კონექტიკუტის შტატის ერთ-ერთი ქარხნის ოსტატი, მე-19 საუკუნის ცივილიზაციის ნამდვილი პირმშო...