ანოტაცია: იაკოვოს კამბანელისის ეს უცნაური პიესები ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს და ჰომეროსის ტექსტებს ეხმიანება. ამ პიესებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვკითხულობთ ატრიდებისა და ოდისევსის ამბებს. ოღონდ ამ ამბების სრულიად განსხვავებულ ვერსიებს. კამბანელისმა მოახერხა ის, რაც ჰომეროსიდან დაწყებული თანამედროვე მწერლებით დამთავრებული, ვერავინ შეძლო: მან ერთმანეთს მტრად მოკიდებული ატრიდების ოჯახის წევრები ერთ სუფრასზე, ვახშამზე შეახვედრა ერთმანეთს.