ანოტაცია: „ბაჰარესთანი“ სპარსული ლიტერატურის კლასიკოსის აბდ ორ-რაჰმან ჯამის (1414-1492) უმთავრეს დიდაქტიკურ თხზულებად ითვლება, რომელშიც გადმოცემულია სხვადასხვა სახის შეგონებანი, შუა საუკუნეების აღმოსავლური მისტიციზმის თვალსაჩინო წარმომადგენელთა მოსაზრებები და უაღრესად მახვილგონივრული იგავ-არაკები, ამ თხზულებაშივე მოცემულია ჯამის წინამორბედ პოეტთა ერთგვარი ანთოლოგია.ჯამის მონუმენტური და მრავალშრიანი მხატვრული სამყაროს სრულყოფილად შეცნობა „ბაჰარესთანის“ გარეშე წარმოუდგენელია.