ანოტაცია: მცხუნვარე მზის გულზე გადაჭიმული იმპერიის სასაზღვრო გარნიზონში ჩაგუბებული სიმშვიდე ამ წიგნის პირველივე წინადადებიდან ირღვევა. ადამიანი თვალებზე აფარებული შავი შუშის დისკოებით, აპოკალიფსის რომელიღაც მხედარივით ჩამოიქროლებს და თან მივიწყებული მტრის ხატსა და ახალ წესრიგს მოიტანს. იმპერიის გასაძლიერებლად ყველა ხილული თუ გამოგონილი საფრთხე უნდა განადგურდეს, აღიგავოს მიწისაგან და ისევე მიეცეს დავიწყებას, როგორც იმის ხსოვნა, რომ ოდესღაც, ეს ქვიშის კუბოში ჩაწოლილი უდაბნო, უკიდეგანოდ გადაჭიმული ოკეანის სა