ანოტაცია: ლობიოს დაჩურჩვა თანამეინახესთან ერთად – პასტორალური სამყაროს, გნებავთ, ფილოსოფიური ნადიმის მეტაფორაა,რომელშიც ერთმანეთზე უფრო ძნელი და მტკივნეული საკითხებია გაცხადებული.ვიესლავ მიშლივსკის ამ რომანში თავი მოიყარა მე-20 საუკუნის უმთავრესმა პრობლემებმა (ომი, დევნილობა, შიმშილი, ღმერთი და ა.შ ); რომანის პროტაგონისტის საგულისხმო პროფესია – ელექტრიკოსობა – ტექსტის ძაბვის ხარისხიცაა: მისი თავგადასავალი „ბუნებრივი განათების“ ფონზე იკითხება – ლამპის გამჭვირვალე ალიდან ელექტრონათურის მძლავრ სხივამდე.