ანოტაცია: ბერნლეფის ,,შლეგი'' არის ემოციური,მძაფრი რომანი დემენციასა და მარტოსულობაზე.მწერალმა გაბედულად,ხმამაღლა ილაპარაკა იმაზე,რასაც ადამიანები მუდმივად მალავდნენ,გარეთ არ გამოჰქონდათ.მარტენ კლაინი თანდათან კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე,ცხოვრებაზე,ვერაფრით უპირისპირდება მეხსიერების გაქრობას.ის კარგავს თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს - ვერას,რომელიც ვერ ეხმარება ქმარს.ალცაიმერი,თავისი ტრაგიკული შედეგებით,ადამიანს მარტოსულად,მარგინალად აქცევს,ყველა პიროვნული ნიშანი თანდათან ქრება...