ანოტაცია: ამ მსოფლიო ბესტსელერში გერმანელი მეტყევე და მკვლევარი, პიტერ ვოლებენი გვიზიარებს თავის ღრმა ცოდნასა და სიყვარულს ტყის მიმართ და გვიხსნის სიცოცხლის, სიკვდილისა და განახლების გასაოცარ, ჩვენთვის აქამდე უცნობ პროცესს. ხეების მეგობრობის, ცხოვრების წესის, მათი თანაცხოვრებების შესახებ შეძენილი ცოდნა მკითხველს სულ სხვა თვალით დაანახებს ტყეს და ძირფესვიანად შეუცვლის ამ იდუმალი სამყაროს აღქმას. წიგნის პოპულარობას კიდევ უფრო შეუწყო ხელი 2020 წელს ნეტფლიქსის მიერ გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა.