ანოტაცია: სტენდალის რომანის ამ სათაურზე ლიტერატურის კრიტიკოსები დღემდე დავობენ. ერთი რამ კი ფაქტია: სტენდალის „წითელი და შავი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია, რომელმაც დიდი ხანია გადალახა დროის საზღვრები. რომანი განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის, სადაც, საფრანგეთისგან განსხვავებით, კაპიტალიზმმა სრული სვლით XXI საუკუნეში შემოაბიჯა. მკითხველი თავად აანალიზებს პოლიტიკის ლაბირინთებსა და ეკონომიკურ პროცესებში ადამიანთა ურთიერთობებს...