ანოტაცია: მწერალ პოლ კლოდელის უფროს დას, კამილას, როგორც ქალსა და ხელოვანს, უცნაური ბედი ხვდა. XIX საუკუნის მიწურულში 17 წლის გოგონას სურვილი, მოქანდაკე გამხდარიყო, მიუღებელი, სკანდალურიც კი იყო. კამილა მისთვის დამახასიათებელი ენთუზიაზმითა და მტკიცე ნებით გადაეშვა ამ ავანტიურაში. 1883 წელს იგი ოგიუსტ როდენს შეხვდა. დიდი მოქანდაკე დათანხმდა მოწაფედ აეყვანა იგი და მალე მისი საყვარელი გახდა. 15 წლის ვნებიანი და ბობოქარი ურთიერთობის შემდეგ კამილა გამოფიტული და დამარცხებული დარჩა. იგი 1943 წელს გარდაიცვალა.