ანოტაცია: პროფესორი ბრწყინვალე მათემატიკოსია, რომლის მეხსიერება თავის ტრავმის შემდეგ მხოლოდ 80 წუთს გრძელდება. ყოველ დილით ის და მისი ახალგაზრდა, გონიერი მოსამსახურე, რომელსაც 9 წლის ბიჭი ჰყავს, ხელახლა ეცნობიან ერთმანეთს და მათ შორის უცნაური მეგობრობა ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესორის მოგონებები ყოველი 80 წუთის შემდეგ იშლება, მის ტვინს წარსულიდან ჯერ კიდევ შემოუნახავს ულამაზესი მათემატიკური განტოლებები და მათი ამოხსნის უზადო, დახვეწილი გზები.