ანოტაცია: კ ოლტრეინის გარდაცვალების ზაფხული იდგა; სიყვარულისა და ამბოხებების ზაფხული; ზაფხული, როდესაც ორი ახალგაზრდა ბრუკლინში ერთმანეთს შემთხვევით გადაეყარა. ამის შემდეგ დაადგნენ ორივენი ხელოვნების, თავდადებისა და ძიების გზას. პატი სმითი პოეტად და არტისტად იქცა, რობეტ მეპლთორპი კი, თავისი უკიდურესად პროვოკაციული სტილით, ფოტოგრაფად ჩამოყალიბდა. მათი, ამ უცოდველი ენთუზიასტების სამოქმედო არეალი კონი-აილენდიდან 42-ე ქუჩამდე ვრცელდებოდა. 1969 წელს წყვილი სასტუმრო „ჩელსიში“ დაბინავდა.