ანოტაცია: შიძლება უკვე გიფიქრია, რას გრძნობ, როცა იდენტობასა და საკუთარ ცხოვრებას გართმევენ, მაგრამ რა ხდება, როცა საკუთარ თავზე თავად ამბობ უარს? ახალგზარდა ამერიკელი ავტორის, ბრიტ ბენეტის, ბესტსელერი სწორედ ამ არჩევანის შესახებ გვიყვება. „დაკარგული ნახევარი“ შთამბეჭდავი რომანია ტყუპ დებზე, რომლებიც ბავშვობაში განუყრელები იყვნენ, მერე კი ორ სხვადასხვა სამყაროში გადაწყვიტეს ცხოვრება - შავსა და თეთრში. დები პატარა სამხრეთულ დასახლებაში გაიზარდნენ და 16 წლის ასაკში გაიქცნენ სახლიდან.