ანოტაცია: „შაგრენის ტყავის" იდეა ერთდროულად ძველთაძველიც არის და მარად ახალიც - დაპირისპირება სურვილსა და შესაძლებლობას, რეალურსა და წარმოსახულს შორის. ამ წინააღმდეგობას რაფაელ დე ვალენტინი შაგრენის ტყავის თილისმით ებრძვის. შაგრენის თილისმამ რაფაელში გააღვიძა სატანა, რომელიც მზად არის, მთელ კაცობრიობაზე იძიოსს შური. რაფაელი სიღარიბემ, გამდიდრების დაუოკებელმა ჟინმა, ლამაზ ქალებსა და უზრუნველ ცხოვრებაზე ოცნებამ მიიყვანა ეშმაკის საკურთხეველთან.