ანოტაცია: იუვალ ნოახ ჰარარის „საპიენსმა“ კაცობრიობის წარსულში ჩაგვახედა, „ჰომო დეუსმა“ კი ღმერთებად ქცევის პერსპექტივა დაგვისახა. ავტორი თავის მესამე ბესტსელერში – „21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის“ – აწმყოს უმნიშვნელოვანეს საკითხებს მიმოიხილავს: რა არის დღევანდელობის უდიდესი გამოწვევები? როგორ შევინარჩუნოთ არჩევანის თავისუფლება, როცა „დიდი მონაცემები“ განუწყვეტლივ გვითვალთვალებს? როგორ დავიცვათ თავი ყალბი ინფორმაციის ნაკადის გავლენისგან? როგორ ვძლიოთ ტერორიზმს?