ანოტაცია: კატია პეტროვსკაიას ისტორიების თითოეული თავიდან მოზრდილი რომანი დაიწერებოდა.მწერალი წინაპრების კვალზე მოგზაურობს გერმანიიდან პოლონეთში, ავსტრიაში, მშობლიურ უკრაინაში, რუსეთში და გვიყვება დავიწყებული თუ ოჯახის ისტორიიდან ამოშლილი, საოჯახო მეხსიერებაში ჩაკარგული ადამიანების ისტორიებს.ეს ტექსტი, დიდი სიზუსტით არჩეული სიტყვებით, ზედმეტი ტრაგიზმის, ისტორიული ტვირთით დამძიმების გარეშე, დოკუმენტურობის მიუხედავად დიდი ლიტერატურაა.