ანოტაცია: სანამ 1952 წელს „უჩინარი” გამოქვეყნდებოდა, რალფ ელისონი არც თუ ცნობილი მწერალი იყო, ამ რომანის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში კი მისი სახელი მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა. წიგნი პირველ პირშია დაწერილი. უსახელო მთხრობელი გვიამბობს თავის სიმწარითა და უამრავი პრობლემით აღსავსე ისტორიას, თუ როგორ იზრდებოდა ამერიკის სამხრეთის შავკანიან საზოგადოებაში, როგორ გარიცხეს შავკანიანთა კოლეჯიდან და როგორ აღმოჩნდა ნიუ-იორკში, სადაც ჰარლემელთა პრობლემების მთავარ გამჟღერებლად და პოლიტიკურ აქტივისტად იქცა.