ანოტაცია: ავტორს, ლიტერატურული გამოცდილების არმქონე 27 წლის ქიმიკოსს, არ დაუსახავს მიზნად, ვინმე განესაჯა: წერას, უპირველეს ყოვლისა, ტრავმის დაძლევის საშუალებად მიიჩნევდა. ლევიმ სცადა, გაეანალიზებინა, რად შეიძლება იქცეს ადამიანი უსასტიკესი სოციალური და ბიოლოგიური ექსპერიმენტის პირობებში, როდესაც ყველაფერს კარგავს – თავისუფლებას, მომავალს, მოგონებებს, სახელსაც კი და მკლავზე ამოშანთული ნომერი ყოველდღე შეახსენებს, რომ ის არავინაა.