ანოტაცია: ჰარუკი მურაკამის საოცარი სამყარო. აუჩქარებელი და მშვიდი. სავსე ჩრდილებით და სარკეებით – ეს ყოველთვის ზღაპარია, რომელშიც ყველაზე დაუჯერებელ გამონაგონს ან ყველაზე თამამ ფანტაზიასაც კი აქვს ახსნა. მხატვარ-პორტრეტისტი მძიმედ განიცდის ცოლთან დაშორებას და საყვარელი დის სიკვდილს. ამ დრამის განცდას კი აძლიერებს მიყრუებული ადგლი სადაც ყველაზე ნათელ, მკაფიო მოვლენად ითვლება სავსემთვარეობა, ბალახის შრიალი და ჩიტების გალობა. დიახ, წიგნში რაღაცები ხდება… ამბები, ადამიანები…