ანოტაცია: კლარის ლისპექტორის პირველი ნაწარმოები, „ველურ გულთან ახლოს“ 1943 წელს გამოიცა. შინაგანი მონოლოგებით დაწერილი რომანი იმ დროის ბრაზილიურ ლიტერატურაში რევოლუციური მოვლენა გამოდგა და როგორც მკითხველთა ფართო წრის, ისე კრიტიკოსების აღტაცება დაიმსახურა. „ვარსკვლავის დრო“ (1977). როგორც ამ ნაწარმოების შესახებ თავად აღნიშნავდა, „ეს არის გოგოს ისტორია, რომელიც ისეთი ღარიბია, რომ მარტო ჰოთ-დოგს ჭამს. თუმცა ამბავი ამაზე არ არის… ის ფეხქვეშ გათელილ უმანკოებაზეა, უცნობ სიღატაკეზე“.