ანოტაცია: „ბერტა ისლა“ მარიასის თავისთავად გამორჩეულ შემოქმედებაშიც კი სრულიად გამორჩეული ტექსტია. ეს არის ნაწარმოები ყველაფერზე, რაც ადამიანისათვის ახლობელი და მნიშვნელოვანია – სიყვარულზე, სიძულვილზე, შიშზე, გაბედულებაზე, ბედნიერებაზე, უბედურებაზე, ერთგულებაზე, ღალატზე, მოდერნული ტიპის ადამიანის დაბადებაზე დიქტატურის წიაღში... „ბერტა ისლაში“ ეს მარადიული საკითხები ერთდროულად ფილოსოფიისა და ლიტერატურის პრიზმაშია გატარებული...