ანოტაცია: რუსული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაილ ბულგაკოვის (1891-1940) ავტობიოგრაფიული რომანი „თეთრი გვარდია“ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომს ასახავს. რომანის მთავარი გმირი, ალექსეი ტურბინი, მიხაილ ბულგაკოვის მსგავსად, კიეველია, ისიც სამხედრო ექიმია და ასევე 28 წლისაა. ავტორის სიცოცხლეში რომანის მხოლოდ რამდენიმე თავი დაიბეჭდა და მთლიანად 1966 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. რომანის საფუძველზე მისივე შექმნილი პიესა „ტურბინთა დღეები“.