ანოტაცია: რომანი „უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო“,მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების, ტრადიციებისა თუ ადამიანური ურთიერთობების არდავიწყებას ეძღვნება, რომელიც ერთდროულად სიყვარულზე, მეგობრობაზე, ურთიერთგაგებასა თუ ურთიერთდაპირისპირებაზე, ადამიანურ სიკეთესა თუ ბოროტებაზე მოგვითხრობს. რომანი მთელი ქვეყნის ბედზე მოგვითხრობს და მასში უფრო მძაფრად იგრძნობა ცნობილი პუბლიცისტისა და პოლიტიკური აქტივისტის, არუნდატი როის პირადი კრიტიკული დამოკიდებულება მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ.