ანოტაცია: იაპონური ლიტერატურის კლასიკოსის, ჯუნიჩირო ტანიძაკის (1886-1965) რომანი „ნაზი თოვა“ 1946-1948 წლებში, სამ ნაწილად გამოიცა და ის მაშინვე აღიარეს მეიჯის რევოლუციის შემდეგ შექმნილ ერთ-ერთ უდიდეს ნაწარმოებად. ახალი ეპოქა და დასავლეთის გავლენა თანდათან დევნის იაპონურ ტრადიციებს, თუმცა მაკიოკების ძირძველი ოჯახი ძნელად ეგუება სიახლეებს და გულმოდგინედ ცდილობს წეს-ჩვეულებების შენარჩუნებას. რომანი ოთხი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, დის ცხოვრებაზე, მათ განცდებზე, ფიქრებსა და შიშებზე მოგვითხრობს.