ანოტაცია: ის კარს მიღმაა, ის... რაღაც წარმოუდგენლად საზარელი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინახო, თუ სიცოცხლე გინდა! ბევრი დაიღუპა. ვინც გადარჩა, სახლებში ჩაიკეტა, ფანჯრები დაგმანა და პატიმარივით ატარებს დარჩენილ დღეებს, მაგრამ რას იზამს ქალი, რომელსაც სჯერა, რომ თუ გადარჩენა უნდა, აუცილებლად უნდა გაიქცეს?! როგორ შეძლებს თვალებახვეული, ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გაქცევას, ძველი, არასაიმედო ნავით მდინარეში შეცურვას და ძალიან სახიფათო მოგზაურობას?!და სანამ ის ასე, ბრმად, მიცურავს,დახუჭე თვალი