ანოტაცია: პატროკლოსი, არაფრით გამორჩეული განდევნილი უფლისწული, ბერძენთა შორის საუკეთესო გმირის, უბადლო აქილევსის თავმდაბალი მეგობარი, გვიამბობს თავისი მეგობრობისა და სიყვარულის ამბავს. აქილევსისა და პატროკლოსის ურთიერთობა ავ წინასწარმეტყველებაზე, სასტიკი მოქიშპე ღმერთების ნება-სურვილსა და პატივმოყვარე მეფეთა ახირებებზე იყო დამოკიდებული. ისინი ებრძოდნენ მათ ინტრიგებს, აქილევსის ქალღმერთი დედის პატროკლოსისადმი სიძულვილს და ცდილობდნენ ღმერთებსაც არ დამორჩილებოდნენ.