ანოტაცია: თანამედროვე ესპანელი მწერლის კრისტიან კრუსატის „მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია“ ეჭვქვეშ აყენებს იმ მიღებულ წესებსა და კანონებს, რომლებიც გვასწავლიან, თუ როგორი უნდა იყოს ლიტერატურაში თხრობის ფორმალური ბუნება. წერის განსაკუთრებული სტილის წყალობით, რომელიც ადვილად ახდენს ადაპტაციას თითოეული მოთხრობის ფიზიკურ თუ წარმოსახვით ადგილებთან და იქ მცხოვრები ადამიანების მყიფე ინდივიდუალიზმთან, მწერალი თავის პერსონაჟებს მიუძღვება შიშის, ეჭვებისა და სურვილების უფსკრულებისკენ...