ანოტაცია: როდესაც ფოლკნერს ჰკითხეს, ნაწარმოებებს სულიერი მოთხოვნილებით წერდა, თუ განრიგით, მწერალმა უპასუხა, რომ წერდა მაშინ, როცა ეს სულიერი მოთხოვნილება იყო, ხოლო ეს სულიერი მოთხოვნილება ყოველდღე ჰქონდა. მწერლის ყოველდღიური, სულიერი მოთხოვნილების შედეგად დაბადებული ტექსტები 1925 წელს „ნიუორლეანურ ჩანაწერებად“ აიკინძა. სწორედ ეს ჩანახატები მიიჩნევა იმ მნიშვნელოვან ეტაპად, რამაც პოეტი ფოლკნერი ჯერ გამორჩეულ პროზაიკოსად, საბოლოოდ კი უდიდეს მწერლად აქცია.