ანოტაცია: „ქალთა ბედნიერება” პარიზის უდიდესი სავაჭრო გალერეაა – ზოლასდროინდელი საფრანგეთის საოცრება, რომელიც წვრილი მოვაჭრეების ძვლებზე წარმოიშვა; სადაც ყველაფერს კონკურენციის ძალა მართავს და უფლებას ანიჭებს ძლიერებს, შთანთქან სუსტები. პარიზის ამ „მონსტრის” შემქმნელი, „ქალთმცოდნეობის სპეციალისტი” ოქტავ მურე წარმატებას უმადლის საკუთარ ფილოსოფიას – ქალები ყოველთვის ცდუნების მსხვერპლნი ხდებიან, რადგან გიჟურ მოდას აყოლილნი, ოჯახის ბიუჯეტს ანადგურებენ. მისი მაღაზიისთვის ქალი დედოფალია, რომელსაც ელაქუცებიან...