ანოტაცია: დედის უეცარი სიკვდილით შეძრული და ბოლოდროინდელი სასიყვარულო ურთიერთობების გამო არეული ქეისი 1997 წლის ზაფხულში ჩადის მასაჩუსეტსში ყოველგვარი გეგმის გარეშე. სწორედ აქედან იწყება ქეისის თავბრუდამხვევი ისტორია, მოთხრობილი უჩვეულო იუმორითა და საოცარი პერსონაჟებით. კინგი გვიხატავს სასოწარკვეთამდე მისული ახალგაზრდა მწერალი ქალის სურათს, რომელიც გარშემო დატრიალებული ქაოსის მიუხედავად, შინაგან მოწოდებასა და ინსტინქტს ენდობა, რათა საკუთარი თავი არ დაკარგოს.