ანოტაცია: „უკანასკნელი მაგნატის სიყვარული“ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ბოლო ნამუშევარია. რომანი ავტორის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში გამოიცა. ახალგაზრდა პროდიუსერი, მონრო სტარი, 1930-იანი წლების ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც წარმატების მისაღწევად ყველაფრისთვის მზადაა, თუნდაც ეს წესების დარღვევას გულისხმობდეს. სიყვარულისა და წარმატებისთვის ბრძოლა გაჭირვებულ სამყაროში ხშირად დრამატულად ვითარდება, სადაც უმთავრესი, შესაძლოა, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა გახდეს.