ანოტაცია: „დღის წესრიგი“ თანამედროვე ფრანგი მწერლის, პოეტის, სცენარისტის, კინორეჟისორის ერიკ ვუიარის რომანია, რომლისთვისაც ავტორს 2017 წელს გონკურის პრემია მიენიჭა.
წიგნი მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებს უტრიალებს: ჰიტლერისა და მსხვილი გერმანელი მეწარმეების ფინანსურ გარიგებას, ევროპელი ლიდერების შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ნაცისტური რეჟიმისადმი, რომელმაც ჯერ გერმანიის მრეწველობა და ბანკები დაიქვემდებარა, მერე არასასურველი ადამიანები დაადუმა ან განდევნა, ...