ანოტაცია: კანადელი ფრანგულენოვანი მწერლის სტეფანი პელეტიეს ნოველების კრებული ,,როცა კრაზანები ჩუმდებიან“ 2012 წელს გამოქვეყნდა. 2013 წელს კი კრებულს მიენიჭა კანადის გენერალური გუბერნატორის პრემია. სტეფანი პელეტიეს პერსონაჟები საკუთარი თავის ძიებაში, სიყვარულით თუ წუხილით სავსე ადამიანები არიან, რომლებიც ხან თანამედროვე ცხოვრების ორომტრიალიდან გაქცევას ლამობენ, ხან კი ტკივილიან ყოველდღიურობაში ეფლობიან.