ანოტაცია: „სანატორიუმი“ სიცოცხლის საზღვართან გაშეშებული კონფლიქტების შესახებ მოგვითხრობს. მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ორი ოპერაციის შემდეგ სანატორიუმში დასასვენებლად მიემგზავრება. ბევრი ხმით, ტკივილით, გროტესკით და ბედისწერით სავსე სანატორიუმი სუროგატული სამოთხის ანარეკლიცაა, სადაც სიცოცხლის საზრისის დაბადება-არდაბადების საკითხი წყდება.